”ერთი და იგივე ხალხი გახარიათიც ხიხოს წნევას ზომავდა და სააკაშვილითაც… ტრაგი-კომიკურ ბრიყვებთან გვაქვს საქმე“

„გახარიას პარტია შემდეგი არჩევნებისთვის ალბათ აღარ იარსებებს.

ვადამდელი იყო მისი შანსი. სააკაშვილის ჩამოსვლამ ბოლო მოუღო [19 აპრილის შეთანხმებიგ ისედაც დაზიანებულ] ვადამდელსაც და გახარიასაც. ვადამდელის შანსი შეიძლება ისევ გაჩნდეს – უბრალოდ სხვა კრიზისის შედეგად.  პარტია რომ გადაურჩეს, იდეოლოგია სჭირდება და იდეოლოგია არ გააჩნია, მისი პარტია კლანურადაა შექმნილი და კლანმა თუ არ ჭამა – იშლება. ამდენს იმიტომ ვყვები, რომ ერთი სასაცილო ფაქტი აღვნიშნო: ერთი და იგივე ხალხი გახარიათიც ხიხოს წნევას ზომავდა და სააკაშვილითაც და ეგ ორი რომ ერთმანეთს ჩაწვავდა, მაგას ვერ ხვდებოდა. ტრაგი-კომიკურ ბრიყვებთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

კომენტარები