“არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად “ქართული ოცნების” პოლიტიკა” – სალომე სამადაშვილი

“არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა”, – ასე აფასებს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმებას.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.

“ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწწვრიანების კანდიდატ ქვეყნებში. ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია. არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება,”-  აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება. პაპუაშვილი ითხოვს, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია.

შეგახსენებთ, 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართვლოში გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტაარების განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარეა. განცხადების თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.