აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროებს.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“.
ანალოგიური ინფორმაცია 21 იანვარს Bloomberg-მაც გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო “დახმარებას” და ამ გზით ხელს უწყობს დაპირისპირებას ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.