შესაძლებელია, ევროპაში პანდემია დასასრულისკენ მიდის – ჰანს კლუგე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, ომიკრონის ვარიანტი პანდემიის ახალ ფაზაში გადავიდა და შეიძლება ევროპაში დასრულდეს.
– “შესაძლებელია, რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის” – თქვა კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში.
მისივე ვარაუდით, მას შემდეგ რაც ომიკრონის ტალღა ჩაივლის, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი იარსებებს, რომელიც ადამიანებს აცრისგან ან ინფექციის გადატანისგან გამოუმუშავდებათ.
წყარო: itv.ge