“თალიბანის” ლიდერები პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდნენ

“თალიბანის” ლიდერები პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდნენ.

“თალიბანის” დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა. ისინი დასავლელ დიპლომატებს ორშაბათს, ოსლოში შეხვდებიან და ავღანეთში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან. საუბარი შეეხება ქალების უფლებებსაც, რომელთა თავისუფლება მკაცრი ისლამისტური მიდგომებით შეიზღუდა.

გასული წლის აგვისტოში, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ეს “თალიბანის” პირველი ვიზიტია ევროპაში – დელეგაცია აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნორვეგიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. დელეგაციას თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

დისკუსიები დახურულ კარს მიღმა გაიმართება ერთ-ერთ სასტუმროში.

ცნობისთვის, “თალიბანის” მთავრობა ჯერ არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა “თალიბანის ლეგიტიმაციას” არ წარმოადგენს. მისი თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ პოლიტიკურმა სიტუაციამ კიდევ უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

წყარო: ptn.ge