პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაურეკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეარხ Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის კრიტიკული კითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დარბაზს ტოვებდნენ, Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა, პიტერ დუსიმ ჯო ბაიდენს ჰკითხა: „ინფლაციის შესახებ კითხვას უპასუხებთ? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ინფლაცია პოლიტიკური ტვირთი კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდში?“

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჯო ბაიდენს ეგონა, რომ მიკროფონი გათიშული იყო და ჟურნალისტის კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

ეს დიდი აქტივია. მეტი ინფლაცია. რა სულელი ძაღლიშვილია (What a stupid son of a b#tch)

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის დაურეკა და მას განუცხადა, რომ მისი რემარკა რაღაც პირადული არ იყო.

 

“იმედი ნიუს”