ბოლნისში დაახლოებით იტალია ხდება – იმნაძე

„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს სიტუაცია მუნიციპალიტეტში, მით უმეტეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა 21 მაისს გამართა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია – 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

 

 

 

 

წყარო: “ალია”