საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა. ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ფასები 8.5%-ითაა გაზრდილი.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 7.3%-ით, კერძო სახლების კი 11.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს თბილისის უბნების მიხედვით – ყველაზე ძვირადღირებულ უბნად მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი ბინას – სამგორში, გლდანში და ისანში შეიძენთ.
წყარო: itv.ge