“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, ხუთ ქალაქში, ამ წუთებში, საპროტესტო აქციები იმართება.
თბილისში აქციის მონაწილეები ”ქართული ოცნების” ოფისთან შეიკრიბნენ და პოლიციელების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდზე ძალადობა დაგმეს.
მათი თქმით, დაკავებული სამართალდამცველები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა. ეს არის მწამებელი პრობლემა და ამიტომ ვითხოვთ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, მუნდირში გამოწყობილი კრიმინალები ჩადიან,” – ამბობს, პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
“რუსთავი2”