რუსეთი არ დაუშვებს, რომ თავის მიერ უსაფრთხოების გარანტიებზე გაკეთებული შეთავაზებები დისკუსიებში იქნეს ჩახშული და შესაბამისი პასუხის უქონლობის შემთხვევაში, გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.
“თუკი არ იქნება კონსტრუქციული პასუხი და დასავლეთი თავის აგრესიულ კურსს განაგრძობს, მოსკოვი, როგორც ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა, აუცილებელ საპასუხო ზომებს გაატარებს” – აღნიშნა ბირთვული სუპერსახელმწიფოს საგარეო მინისტრმა.
ლავროვმა დეპუტატებს შეახსენა, რომ მთავრობა უკვე ამ კვირაში ელის პასუხს თავის პროექტებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მოსკოვი მკვეთრად აღკვეთავს მცდელობებს, რომ რუსეთი გამოჩნდეს უკრაინაში არსებული კონფლიქტის მონაწილე მხარედ. მისი აზრით, აშშ უბიძგებს კიევს რუსეთის საწინააღმდეგო პირდაპირი პროვოკაციებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება აიძულოს მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რათა აშშ-მ და ევროპამ ცალმხრივი უპირატესობა მოიპოვონ – დაასკვნა რუსული დიპლომატიის თავკაცმა.