მთავრობის სხდომაზე არავის ეკეთა პირბადე, გარდა გამყრელიძის და იმნაძისა

მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა პირბადე მხოლოდ ორ ადამიანს ეკეთა.

აღნიშნული ორი ადამიანი კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე არიან.

პრემიერ-მინისტრმა სხდომის გახსნისას აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკოორდინაციო საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

„დღეს გარკვეული ინტერვალის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასე შევხვდეთ ერთმანეთს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როდესაც ჯერი ამირან გამყრელიძეზე მიდგა, მას არც მაშინ მოუხსნია პირბადე, როცა სიტყვით გამოდიოდა.

ცნობისთვის 17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა აკრძალულია.

 

 

 

წყარო: “ალია”