ხელისუფლების, მათ შორის, ქალაქ თბილისის მერიის უცნაური გადაწყვეტილება, გაურკვეველი ვადით გაჩერებული დარჩეს მუნიციპალური (ისევე, როგორც საქალაქთაშორისო) ტრანსპორტი, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ეხმაურებიან.
პროფესიით ბიოლოგი, ერუდიტი ზვიად გოგიაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისში, ტრანსპორტის უმოქმედობის პირობებში, კალაძესთან დაკავშირებული ტაქსის კომპანიები მდიდრდებიან.
“კერძო მანქანებზე ვიცი, რომ მოხსნეს შეზღუდვა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტის გახსნაზე იკავებენ თავს და ამის მიზეზი არამც და არამც ხალხზე ზრუნვა არაა – “თეთრი ტაააქსებიიი, ჩემთვის ვაააგროვეეე”-ს მღერის ქალაქის მერი” – აღნიშნავს ზვიად გოგიაშვილი.