იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას

მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – BLB.

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Netflix-ის შუამდგომლობა მის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ინფორმაციას იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს.

– “იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

– მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

– მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით” – წერს კომპანია BLB facebook-ზე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სერიალ “ლაზიერის გამბიტს”, სადაც ნონა გაფრინდაშვილზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ​ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნაა, სერიალიდან მისი კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება ამოიღონ და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დაევალოს.

წყარო: itv.ge