თუ რუსეთს თავს დაესხმებიან, ბელარუსი ომში მონაწილეობას მიიღებს – ალეკსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს და კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირეს, რუსეთს, პირდაპირ თავს დაესხმებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ეს განცხადება დეპუტატებთან და ოფიციალურ პირებთან სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალ თვეში რუსეთ-ბელარუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მინსკს იმის გარკვევაში დაეხმარება, სად სჭირდება მას ძალების კონცენტრირება.

შეგახსენებთ, დასავლეთი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების გამო, რომლის ჩატარებაც უკრაინის ჩრდილოეთით მომავალ თვეშია დაგეგმილი.