მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბირჟო სპეკულიანტის, რომელიც გლობალურ პოლიტიკაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, ჯორჯ სოროსის აზრით, ევროკავშირი, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაიშალოს, თუ იტალიისა და სხვა ფინანსურად სუსტი წევრების დასახმარებლად უვადო ობლიგაციებს არ გამოუშვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
89 წლის ფინანსისტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრა იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, ხოლო სანდო ვაქცინის შექმნის პროცესი ვირუსის სწრაფი ევოლუციის გამო შეფერხდება.
„თუ ევროკავშირი ახალ უვადო ობლიგაციების საკითხს არ განიხილავს, ის, შესაძლოა, არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდეს. ეს არა თეორიული შესაძლებლობა, არამედ ტრაგიკული რეალობაა“, – განაცხადა სოროსმა.
imedinews.ge