შევარდნაძის დროს მეტი დამოუკიდებლობა იყო

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს;

“გინდ დამკორტნეთ, მაინც დავწერ რასაც ვფიქრობ. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ერთი დიდი პლიუსი ქონდა უდაოდ – სიტყვის და პრესის სრული თავისუფლება !!! იმდროინდელი მედია, ნამდვილად სრულიად თავისუფალი იყო პოლიტიკური წნეხისგან. იყო პარტიული გაზეთებიც, თავისთავად, მაგრამ მაშინ მეტი დამოუკიდებლობა იყო. გამოთქვით თქვენი აზრი. საინტერესოა განსხვავებული აზრის მოსმენაც.”-წერს კვაჭანტირაძე.