დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, თავი უნდა შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან.
შეზღუდვა ეხება ქორწილის აღნიშვნასაც.
“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ათკაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას. ზოგადად, იქნება, ამასაც… როგორც კორონავირუსმა გვასწავლა ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა, სადაც შედის სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელებს, ამასაც გვასწავლის, რომ იქნებ ის ძალიან დიდი, ხანდახან ზღვარსგადასული, ძალიან კარგი ჩვენი ტრადიცია…” – აცხადებს გამყრელიძე.