The Beatles-ის „სახურავზე გამართული კონცერტი“, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის მიერ ცოცხლად შესრულებული ბოლო გამოსვლა იყო, სრულად პირველად გამოქვეყნდა. ალბომი Get Back — The Rooftop Performance სტრიმინგის ყველა სერვისზეა ხელმისაწვდომი.
კონცერტი ლონდონში, The Beatles-ის სტუდიის სახურავზე 1969 წლის 30 იანვარს გაიმართა და მას ქალაქში აურზაური მოჰყვა. შენობასთან გამვლელები შეიკრიბნენ, მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა პარალიზებული იყო. რამდენიმე უკმაყოფილო მოსახლემ პოლიცია გამოიძახა. მას შემდეგ რაც შენობის სახურავზე პოლიცია ავიდა, ჯგუფმა კონცერტი შეწყვიტა. საერთო ჯამში კონცერტი 40 წუთამდე გაგრძელდა.
კონცერტის ჩანაწერი ნაწილობრივ მოხვდა ალბომში Let It Be, არქივი კი 50 წელზე მეტია დახლზე იდო. 2021 წელს პიტერ ჯექსონმა ქრონიკიდან ახალი, თითქმის 8-საათიანი ალბომი Get Back დაამონტაჟა, რომელშიც „სახურავზე გამართული კონცერტის“ სრული ჩანაწერი მოხვდა.