ერთი ულუფისთვის თვითმმართველობამ მხოლოდ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დღეს ბრიფინგი მადლიერების სახლის შენობის წინ გამართა. გიგა შუშანიამ მედიას ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა სასადილოსა და კვების შესახებ მიაწოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვების მოსამზადებლად ახალი ტარიფი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ხორციანი სადილის მომზადება 2022 წელს თითქმის შეუძლებელი იქნება. გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის თვითმმართველობამ მხოლოდ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების გამოსაკვებად თვეში მხოლოდ 67 ლარი განსაზღვრო.

 

“ალია”