რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩააქვს, რომელიც დაჭრილებისთვის არის საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს 3 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთს ახლა “აშკარად” აქვს შესაძლებლობა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას.
WSJ-მა კი 28 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა.
მედიის ანონიმური წყაროს თქმითვე, აშშ-ში იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, იმის ფონზე, რომ საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.
Reuters-ის წყაროს ცნობითვე, ადგილზე სისხლის მარაგის გაგზავნა გადამწყვეტია იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა რუსეთი შეჭრას.
საკითხზე, აპირებს თუ არა რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმას, ისაუბრა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
“ჩვენ არ გვჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ძალები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, მას ახლა ნათლად აქვს შესაძლებლობა”. – თქვა მან.
28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება, თუმცა, რუსეთი მისი ინტერესების იგნორირების უფლებას არავის მისცემს