აგრესიული და საქართველოს მიმართ ერთობ ნეგატიურად განწყობილი უკრაინა ყურადღებას არ იმსახურებს!

უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ოპოზიცია უკმაყოფილია, რომ ტექსტში რუსეთის ხსენება არ არის, არ არის სიტყვები „აგრესორი“, „ოკუპანტი“ — ქართული პოლიტიკა, რომ სისტემატურად იყენებს რუსეთის მიმართ. ვერ შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტზე მუშაობა გაგრძელდება — ჯერ კომიტეტებში, ფრაქციებში, შემდეგ პარლამენტის სხდომაზე.

საქართველოს მიერ უკრაინისთვის თანადგომის გამოხატვა ისეთ სიმაღლეზეა აყვანილი, თითქოს საქართველოს ბედი წყდებოდეს. არადა, დღევანდელი უკრაინა — ფაშისტურ-ბანდერული, აგრესიული და საქართველოს მიმართ ერთობ ნეგატიურად განწყობილი, რაც 2014 წლიდან, „მაიდნის რევოლუციიდან“ მოყოლებული, ყოვედღიურად ვლინდებოდა, უდავოდ არ იმსახურებს ქართული პოლიტიკის მხრიდან ყურადღებას, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც ორივეს ერთი დამრიგებელი, აშშ-ი გვყავს, სხვას რას უნდა ველოდეთ?!

პროუკრაინული პროპაგანდა ღრმადაა გამჯდარი საქართველოს მოსახლეობაში, თანაც ისეთ დონეზე, რადიო „მაესტროს“ მიერ ამ თემაზე მიძღვნილ გადაცემა „ხალხის აზრში“, რესპონდენტთა სატელეფონო ზარებში რომ ზოგი ომახიანად აცხადებს — მოგვეცით იარაღი, რათა უკრაინელებს დავეხმაროთ ოკუპანტ რუსეთთან ომშიო, ზოგიც ქართველობას შეახსენებს, რუსეთი 2 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მტერია და მასთან ბრძოლა ნებისმიერი ქართველის მამულიშვილური მოვალეობააო.

ის, რომ ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ინტელიგენცია ასე ფიქრობს, გასაკვირი არ უნდა იყოს. 30-წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ, პროამერიკულმა ზღაპრებმა გამოათაყვანა საზოგადოება, თუმცა ინტელიგენციის ასაკოვანი ნაწილი, პროპაგანდის გარეშეც ასე აზროვნებდა, რაც საკუთარი ისტორიის უცოდინარობის დამადასტურებელია. გარდა ამისა, უმადურობის, რომელიც, როგორც ჩანს ქართველთა თანდაყოლილი მანკიერი თვისებაა. მისგან განკურნება კი შეუძლებელი.

რომ არა რუსეთი და მის მიერ დახმარებისთვის გამოწვდილი ხელი, იჭიკჭიკებდნენ ზოგიერთი ქართველნი ქართულად ან საერთოდ ფიზიკურად გადაურჩებოდნენ მუსლიმანთა რისხვას?!

დღეს, ევროატლანტიკური ორიენტაციის საქართველოს, რომ „მეგობარი“ თურქეთ-აზერბაიჯანის აქტიური „მეგობრობის“ ხელი გვატყვია აჭარასა და თბილისშიც, არაფერს გვეუბნება?!

ეს საკითხი დღევანდელი სტატიის თემა არ არის, ამდენად აღარ გავაგრძელებ, დავუბრუნდები რეზოლუციას.

მაშ ასე, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმედღიანი განხილვა მიუძღვნა უკრაინისთვის სანუგეშო რეზოლუციაზე მუშაობას, მაშინ, როდესაც ერთი საათიც არ დაუხარჯავს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების განხილვისთვის.

ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების მატებამ, რომელიც. მისივე მტკიცებით, მოსახლეობას არ შეეხებოდა და მხოლოდ იურიდიულ პირებზე გავრცელდებოდა, ისე, როგორც ყოველთვის – არ გაამართლა.

იურიდიულმა პირებმა უმალ აუღეს ალღო ხელისუფლების განკარგულებას და კატასტროფულად აწიეს ფასები კვების პროდუქტებიდან დაწყებული, ყველაფერზე და ხალხის ისედაც გაძაღლებული ცხოვრება, კიდევ უფრო გააუარესეს. სადამდე?!

ხალხი, დაღლილი, გაწამებული, ძალღონეგამოცლილი — შიმშილით, უიმედობით, დუმს, დასუსტებულს, ხმის ამოღების თავიც არ აქვს. ხელისუფლებამ და მისმა ოკეანისგადაღმელმა დამრიგებელმა მიაღწიეს მთავარს — უტყვი მასის შექმნას, რომელსაც ხალხი ქვია, მაგრამ არაფრით არის განსხვავებული პირუტყვისგან.

ესოდენ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარების შემქმნელი ქართული პოლიტიკა და ხელისუფლება, ნაცვლად სერიოზული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა, უკრაინის რეზოლუციას იხილავს, ამ ფარატინა ქაღალდში ხარჯავს დროს და ენერგიას. ვაი, ჩვენს თავს!!!

რადიო „მაესტროს“ ეთერში მოვისმინეთ დავით უსუფაშვილის, პარლამენტის ყოფილი სპიკერის სამარცხვინო განცხადება — რუსეთი აგრესიას ახორციელებს მეგობარი უკრაინის მიმართ. აქაოდა, ვიღაცამ იარაღი მიაწოდაო.

ბატონო, დავით! „ვიღაცა“, რომ აშშ-ი და მისი სულიერ-ხორცეული თანამებრძოლი დიდი ბრიტანეთია, არ იცით?! იცით, მაგრამ ატყუებთ საზოგადოებას, ვინაიდან აშშ-ს თვინიერი მოწაფე ხართ და მისი იდეალების საქართველოში გამტარებელი.

პარლამენტმა უკრაინის რეზოლუცია 27 იანვრის სხდომაზე განიხილა — იმ დღეს, როდესაც მსოფლიომ ჰოლოკოსტი აღნიშნა — ფაშისტური გერმანიის მიერ მოწყობილი, რომელმაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა და რომ არა საბჭოთა წითელი არმია, ვინ იცის ეს 6 მილიონი რამდენით გაიზრდებოდა.

სწორედ, 1944 წლის 27 იანვარს გაათავისუფლა მან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში შეყრილები. ოდნავი დაგვიანებაც მათთვის, იქ მოწყობილ ღუმელებში დაწვით დამთავრდებოდა.

27 იანვარს ლენინგრადელებმა და მათთან ერთად სრულიად რუსეთმა აღნიშნა ლენინგრადის ბლოკადის დასრულების დღე. თითქმის 900 დღის განმავობაში გრძელდებოდა გერმანელი ფაშისტების მიერ ლენინგრადისთვის მოწყოფილი ალყა.

ასეულ-ათასობით ადამიანი შეიწირა შიმშილმა, ყინვამ, გაუსაძლისობამ, სისტემატურმა დაბომბვამ, მაგრამ ხალხი ვერ გატეხა. ფაშისტებმა ვერ აიღეს ლენინგრადი. გერმანიის ფაშიზმის მიზანი არა მარტო ლენინგრადელთა ამოწყვეტა იყო, არამედ პირადად ჰიტლერის ბრძანებით ქალაქი აღარ უნდა ყოფილიყო. ლენინგრადის მიწასთან გასწორებას ითვალისწინებდა ფიურერის ბრძანება.

27 იანვარს გახდა ცნობილი აშშ-ს ადმინისტრაციის პასუხი მოსკოვის წინადადებებზე, რომელიც მან გასული წლის დეკემბრის ბოლოს გააჟღერა. საკითხი მსოფლიოს უსაფრთხოებას ეხება — არც მეტი და არც ნაკლები. ვის-ვისდა ლენინგრადის ბლოკადის შთამომავლებს გაცილებით უკეთ მოეხსენებათ რას ნიშნავს უსაფრთხოება.

საბჭოთა კავშირმა თავის თავზე გამოსცადა ომის საშინელება, რომელმაც 26 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მიწასთან გაასწორა ათასობით ქალაქი და სოფელი; უკან დასწია მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს, სოციალისტურის სახელით შესული ისტორიაში, ომამდელი წარმატებული ეკონომიკა.

ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ესოდენ გრანდიოზულ ნგრევას. საბჭოთა კავშირმა გაუძლო და არა მარტო, თითზე ჩამოსათვლელ წლებში ბირთვული იარაღიც შექმნა, ბალისტიკური რაკეტებიც, დედამიწის თანამგზავრიც და ადამიანიც გატყორცნა კოსმოსში.

ვინ, თუ არა საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთმა, მისმა მოქალაქეებმა იციან რა არის ომი და ომით გამოწვეული საშინელება?! იციან და ამიტომაც კატეგორიულად მოითხოვენ უსაფრთხოების საკითხის სერიოზულ და არა ზედაპირულ განხილვას, რისი სურვილიც ოპონენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას არ აქვს.

დეკემბრიდან განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახეს აშშ-ს პოზიცია რუსეთის ხელისუფალთა მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. ზერელეობა, რბილად ნათქვამია აშშ-ს მისამართით გამოთქმული, მის უკან უმთავრესი იმალება — ჰეგემონიზმის, ერთპიროვნული მსოფლიო ბატონობის განმტკიცება.

აშშ-ი ვერ ითავისებს თუ რა შეიძლება მოჰვეს მათი მხრიდან რუსეთის წინადადებების გაუთვალისწინებლობას. აშშ-ს ადმინისტრაცია ვერადავერ მიხვდა, რამდენად კატეგორიულია კრემლი. აშშ-ი ვერ ხვდება, რომ რუსეთის წინადადებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მძიმე დაპირისპირებას, რასაც სამხედრო შეჯახება შეიძლება მოჰყვეს. აშშ-ი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება რას ნიშნავს რუსეთთან ომი.

აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია, გარდა პრეზიდენტი ბაიდენისა, მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაბადებულები, ომს ჰოლივუდის ფილმებიდან იცნობენ — შვარცნეგერის დაკუნთული გმირის სახით, რომელიც ყველა მტერს უსწორდება ავტომატით, თვით კი ყუმბარასაც უძლებს და ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის.

აშშ-ს მთავარმა იდეოლოგმა ჰოლივუდმა, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი ფილმები შექმნა, სადაც ამერიკელი ყველგან და ყველაფერში იმარჯვებს, ის სიკეთის მომტანია მსოფლიოსთვის.

ცხადია ამ იდეოლოგიური საკვებით აღზრდილი ამერიკის პოლიტიკა რეალობას მოკლებულია. ზღაპარს, სინამდვილედ აღიქვამს. ასეთისგან ძნელია მე-2 მსოფლიო ომის სერიოზული აღქმა.

მე-2 მსოფლიო ომი და მის შემდეგ ყველა ომი, რაც აშშ-ა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აწარმოა, მისი ომი არ ყოფილა, ანუ რიგით ამერიკელის, ეს ომები საკუთარ ომებად არ ჩაუთვლიათ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ოკეანის გადაღმა, შორს მისი ქვეყნიდან ჰქონდა ადგილი და მეორეც, ომი ამერიკის ტერიტორიაზე არ ყოფილა.

ომი, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფილიყო, როგორც ამას ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირში, აშშ-ს ქალაქები და დასახლებული პუნქტები ისე განადგურებულიყო, როგორც საბჭოთა კავშირის, მაშინ თანამედროვე ამერიკელს სულ სხვა მიდგომა ექნებოდა უსაფრთხოების საკითხებისადმი.

ის რუსეთის წინადადებებსაც გაიზიარებდა და თავისას დაამატებდა. მაგრამ ამასთან არ გვაქვს საქმე. პირიქით, უცოდინრობით გამოწვეულ აგრესიასთან და ლოკალური ომების გამართვის აუცილებლობასთან.

აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო წრეები უშვებენ მცირე ნგრევის მომტანი ბირთვული იარაღის გამოყენების თემასაც, რაც უვიცობას უნდა მივაწეროთ, ანუ ომისა და ომის შედეგების არ ცოდნას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მესამე მსოფლიო ომი, რასაც ამერიკელთა უვიცობის წყალობით შეიძლება ჰქონდეს ადგილი, უდავოდ ბირთვული იქნება და ომის შედეგებზეც აღარ იქნება ლაპარაკი, ვინაიდან გადარჩენილებს ამის თავი აღარ ექნებათ.

ვიმეორებ, მე-2 მსოფლიო ომი, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფილიყო, დღევანდელი ამერიკელი უფრო პასუხისგებით მიუდგებოდა უსაფრთხოების საკითხებს.

კორეის, ვიეტნამის, ერაყის, სირიის, იუგოსლავიის, ავღანეთის ომები, სადაც აშშ-ი იღებდა მონაწილეობას, ის ომები არ იყო — დიდად და ყოვლისმომცველად რომ ჩავთვალოთ.

ეს ომები შორს იყო აშშ-ს ტერიტორიიდან და რიგით ამერიკელს არც აწუხებდა, თან ეს ომები დიდისა და ლილიპუტების ომები უფრო იყო, ვიდრე დიდების, თუმცა მიუხედავად ამისა ყველა ამ ომში აშშ-ა სერიოზული მარცხი იგემა. კორეიდან, ვიეტნამიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან მას ჭიტლაყი ამოჰკრეს და კისრისტეხით გამოაგდეს. თუმცა მარცხმა ჭკუა ვერ ასწავლა.

არ და ვერ ასწავლა მარტივი მიზეზის გამო — ომი მის ტერიტორიაზე არ იყო, მისი ტერიტორიიდან შორს მიმდინარეობდა, ამდენად რიგით ამერიკელს ეს ომები არ განუცდია, ისე, როგორც იმ ხალხებს, ვის თავზეც „მშვიდობისმოყვარე“, დემოკრატმა“ ამერიკამ დაატრიალა საომარი წისქვილის ქვა.

ასეთთან ძნელია ლაპარაკი. ასეთს ვერ შეაგნებინებ რა არის უსაფრთხოება. ასეთი მუდამ იტყვის, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება პროგრესიული ნაბიჯია და მშვიდობის საქმეს ემსახურება, ხელს უწყობს ნატოში შესვლის მსურველ ქვეყნებს გაწევრებაში. აქვე ვიტყვი, რომ აშშ-ს და ნატოს განცხადება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით მხოლოდ ქვეყნის სურვილით ხდება, არის ტყუილი, ვინაიდან ნატოში არვინ შეუშვებს ქვეყანას, თუ ნატოს თანხმობა არ იქნება. მხოლოდ ნატოს განცხადების შემდეგ გაიღება ის „სამოთხის“ კარი, რომელსაც ესოდენ სულმოუთქმელად ველით ჩვენ და უკრაინა, და რისი კატეგორიული წინააღმდეგია  რუსეთი.

თუ რატომ არის რუსეთი უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრების წინააღმდეგი წინა წერილებში მოგახსენეთ. შეხსენების მიზნით გავიმეორებ, მოკლედ. იმიტომ, რომ ამ ორის შეყვანას მოჰყვება მათ ტერიტორიაზე, რუსეთზე დამიზნებული რაკეტების განლაგება. რაკეტების საფრენი დრო რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებამდე შემცირდება, რაც მომაკვდინებელი შედეგის მომტანი იქნება რუსეთისთვის.

რას აძლევს ეს აშშ-ს? რუსეთზე ზემოქმედების საშუალებას, ანუ აკეთებინოს მას ის, რაც ვაშინგტონს სურს. აშშ-ს სურს რუსეთთან ურთიერთობა დააბრუნოს გორბაჩოვ-ელცინის პერიოდში, როდესაც ამ ორი მოღალატის და მესამის, შევარდნაძის ხელშეწყობით საბჭოთა კავშირიც დაინგრა და მისი მემკვიდრე რუსეთი ჩოქბჯენში გადავიდა, რუსეთის ეკონომიკას, სიმდიდრეებს, წიაღისეულს ამერიკელები დაეუფლნენ.

გვიან, მაგრამ მაინც რუსები მიხვდნენ რა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ საქმეს ვეღარ უშველეს — უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში — რუსეთის უსაფრთხოება. ელცინის შემცვლელმა პუტინმა, დღიდან ქვეყნის სათავეში მისვლისა, სისტემატურად დაიწყო ლაპარაკი უსაფრთხოების თემაზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არგუმენტებიც მოიყვანა — აი, ნახეთ თქვენ რას გვპირდებოდით — ნატოს აღმოსავლეთით არ გავაფართოებთო, მაგრამ ვერაფერს გახდა, ვერ შეაგნებინა დასავლეთს, რას ნიშნავს რუსეთისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება.

პუტინის დაჟინებულ მოთხოვნას მოჰყვა აშშ-ს, კოლექტიური დასავლეთის მიერ შუბლის ძარღვის კოლექტიური გაწყვეტა — ასეთ დაპირებას ადგილი არ ჰქონია და თუ ჰქონდა, სად არის დოკუმენტიო. დოკუმენტი — ხელშეკრულების სახით, მართლაც არ არსებობს, ხოლო მოლაპარაკებების პროტოკოლებში დაფიქსირებულ დაპირებებს, რომლებსაც დიპლომატიაში დოკუმენტად მიიჩნევენ, დასავლეთი არაფრად აგდებს. აცხადებს რა ის, რაც მოლაპარაკების დროს იყო, უბრალო ლაპარაკი იყოო.

პუტინმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა, რომ მაშინ საბჭოთა ხელმძღვანელები მოატყუეს. არადა, ჩემის აზრით, არათუ მოატყუეს, არამედ თავი მოიტყუეს, შეგნებულად, არ მოითხოვეს დოკუმენტის, ანუ ხელშეკრულების გაფორმება.

იყო თუ არა აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია მზად მსგავსი ხელშეკრულების ხელმოსაწერად?

იმ ხვეწნა-მუდარიდან გამომდინარე, რაც მათ საბჭოთა ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დროს ჰქონდათ — ოღონდ თქვენ დაგვთანხმდით ბერლინის კედლის დანგრევაზე, გერმანიის გაერთიანებაზე და ერთი დიუიმითაც არ გადმოვდგამთ ნაბიჯს აღმოსავლეთისკენო — უდავოდ მზად იყო.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

ღალატთან! გორბაჩოვმა და შევარდნაძემ, დასავლური ცხოვრებით მოხიბლულებმა, დოკუმენტის ხელმოწერა არ მოისურვეს და ვითომ „ჯენტლმენურ“ სიტყვას ენდნენ. მათი სურვილით მოხდა ის, რაც მოხდა და არა მოტყუებით. კაცი, რომ იმას იტყვის — კომკავშირიდან დაწყებული, სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროში მუშაობით დამთავრებული, სულ მუდამ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ვიბრძოდიო (ე.შევარდნაძე), თავის ხელმოწერას დააფიქსირებდა ხელშეკრულებაზე, რომელიც არ მისცემდა (ქაღალდზე მაინც) ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შანსს?

ეს ხომ მისი სურვილის (სსრკ-ს დაშლის) წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა? დავუშვათ, ამას არ ჰქონდა ადგილი — ის და გორბჩოვი შეაცდინეს, რა შეიძლება ასეთებს ვუწოდოთ თუ არა არაკომპეტენტურები, დოყლაპიები? დავუშვათ, რომ ეს იყო შეცდომა, შედეგი? შედეგი არის უმძიმესი, თანაც ისეთი, რამაც შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს.

გორბაჩოვ-შევარდნაძის ქმედებას თუ შეცდომით ავხსნით, მაშინ ჩვენ დავუშვებთ შეცდომას. ეს არ იყო გულუბრყვილო გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომა. ეს შეგნებული „შეცდომა“ იყო, სახელმწიფო ღალატის ტოლფასი, რაც სახელმწიფოს უმაღლეს გადაწყვეტილებას მოითხოვს, რუსეთის დუმის და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

თანამედროვე რუსეთი, გორბაჩოვ-შევარდნაძის გადაწყვეტილების მსხვერპლი, აშშ-ს მიერ კუთხეშია გამომწყვდეული და იქიდან თავის დაღწევას მხოლოდ იარაღით თუ შეძლებს. იარაღის გამოყენება კი ომია.

27 იანვარს პარლამენტმა განიხილა უკრაინის რეზოლუცია, იმ უკრაინისა, რომელიც აშშ-ს, ნატოს, ანუ კოლექტიური დასავლეთის ხელში ანტირუსული იარაღია, ისე, როგორც საქართველო.

კუთხეში მიწყვდეულ პუტინს, რომელმაც აშშ-ს და ნატო-სთვის გაგზავნილი წინადადებებით ისე ასწია პოლიტიკური თამასა, რომ ოდნავი დაწევაც კი გამოიწვევს მისი და მისი ქვეყნის პრესტიჟის უსერიოზულეს დაცემას, მხოლოდ ერთ გზას — გადადგომას უტოვებს.

არის პუტინი მზად გადადგომისთვის?

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე — არ არის და რომც იყოს, ვინ მისცემს მას ამის საშუალებას? რუსეთის პოლიტიკური ელიტა, სამხედროები კატეგორიული წინააღმდეგნი იქნებიან ამის.

მაშ, რა დარჩენია მას? ის, რაც ადრე თქვა — სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო ნაბიჯების გადადგმა. ჩვენებურად, ეს სამხედრო დაპირისპირებას ნიშნავს, ანუ ომს!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი