„ორშაბათის დილა … ერთხელ ცხვირ-პირი უნდა ამოუნაყო ყველა პასუხისმგეველ პირს, აბა, სხვა არაფერი შეგვიძლია…“ – ასე ეხმიანება ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას მემარცხენე აქტივისტი და პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, სოციალური სამართლიანობის კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“ალია”