ნახეს, რომ ქუჩიდან არაფერი გამოდის

“ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ენმ სად იქნება, რადგან ის ყველგან “დესტრუქციას შეეცდება”.

ასე გამოეხმაურა დავითულიან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.

მან ენმ-ს მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა, ხელფასების აღების სურვილით ახსნა.

“ნაციონალური მოძრაობა” ქუჩაში იქნება თუ პარლამენტში, სადაც არ უნდა იყოს, ის ყველა ტრიბუნას იყენებს დესტრუქციისთვის. მათ ნახეს, რომ ქუჩიდან არაფერი არ გამოსდით. ახლა დასჭირდათ ხელფასები, რომ ცოტა ხანი ამოისუნთქონ. შემოვლენ აქ, აქაც დესტრუქციას შეეცდებიან. მერე აქ არ გამოუვათ, გავლე გარეთ და ვინქებით ასე მხიარულად”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ — თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ დღეს, 31 იანვარს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღესვე ფრაქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადებას დაარეგისტრირებს.

 

“ნეტგაზეთი”