„ველოდებით მითითებებს“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სრულ მზადყოფნაში არიან და მერია დარგის სპეციალისტების მითითებეს ელოდება.

კალაძის თქმით, როცა საუბარია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ჩვენ ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

“ალია”