რუსეთი ექსტრემალურ ვითარებაში სოციალური აფეთქებისგან დაზღვეულია

ექსტრემალურ ვითარებებში სოციალური დაცულობის თვალსაზრისით, რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ერთად აღებული. რუსეთის დაცულობა და სოციალური აფეთქებისგან დაზღვეულობა დღევანდელ კორონაკრიზისში ეჭვს არ იწვევს თუნდაც შემდეგი გარემოების გამო:

რუსეთის მიერ დაგროვილ სარეზერვო თანხებს ექსპერტები  18 ტრილიონი რუბლის (დაახლოებით 255 მილიარდი დოლარი) ფარგლებში ვარაუდობენ. აქედან 12 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 170 მილიარდი დოლარი) ეროვნული კეთილდღეობის ფონდშია (Фонд национального благосостояния) თავმოყრილი.

ეს თანხა მთავრობამ რუსეთის ყველა მოქალაქიდან თითოეულზე რომ გაანაწილოს და აბსოლუტურად ყოველ მათგანს დაურიგოს 20 ათასი რუბლი (300 დოლარამდე) 3 თვის მანძილზე, გაიხარჯება დაახლოებით 9 ტრილიონი რუბლი და ფონდში კიდევ 3 ტრილიონი დარჩება, პლუს დანარჩენი რეზერვები, 6 ტრილიონის ოდენობით.

შევადაროთ ახლა ეს ვითარება საქართველოს მათხოვრულ მდგომარეობას, სადაც ზოგიერთები კვლავ რუსეთის “ჩამოშლის” იმედად სულდგმულობენ.