თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან 12 მიგრანტი გაიყინა

თურქეთის ქალაქ იპსალაში 12 მიგრანტი დაიღუპა. ისინი საბერძნეთში გადასვლას გეგმავდნენ, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

სულ 22 ადამიანი ცდილობდა თურქეთიდან ევროკავშირის ზონაში შეღწევას. 10 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

მომხდარში თურქეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ადანაშაულებს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერძენმა მესაზღვრეებმა ადამიანები ქვეყანაში არ შეუშვეს, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩამოართვეს და უკან ისე დააბრუნეს.

ათენი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მიგრანტები საზღვართან არც კი მისულან.

 

“იმედინიუსი”