ვირუსის პიკში მყოფი საქართველო – ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირას გადამწყვეტად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობამ ამის შემდეგ უკვე კლება დაიწყოს.
პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანიც საკომუნიკაციო კამპანიის გააქტიურების ფონზე, ნახევარ წელიწადში მთელი მოსახლეობის 70%-ის აცრას გულისხმობს. რამდენად რეალურია პროექტი, ეს მოგვიანებით გამოჩნდება – მანამდე კი ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.
“ომიკრონის” შტამი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, რასაც ვხედავთ კლინიკურად, ცხადია, ის ნამდვილად უფრო სუსტი სიმპტომებით გამოირჩევა “დელტა” შტამისგან განსხვავებით. რეკომენდაციები, ვაქცინაცია – ეს არის მთავარი საკითხები რამაც შეიძლება მაქსიმალურად მიგვიყვანოს იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლებელია, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის მატების მიუხედავად, ჩვენ მარტივად გადავლახოთ “ომიკრონის” ასეთი მასშტაბური გავრცელება ჩვენს ქვეყანაში,”- აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.
“რუსთავი2”