მსახიობმა ნიკა ქავთარაძემ “ფორმულაზე” საკუთარი შოუს დახურვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, ჯერჯერობით მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს:
“უამრავი სმს მომდის და ბარემ ერთად გეტყვით.
N-შოუ აღარ გავა Formula • ფორმულაზე – არხზე მიმდინარე ცვლილებების გამო.
ზოგადად, ამ წელს ალბათ უამრავი ცვლილება იქნება კრიტიკულ მედიაში.
მინდა ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც უყურებდით, მოგწონდათ და გულშემატკივრობდით ამ შოუს.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ვისი სურვილით და გადაწყვეტილებითაც დაუბრუნდა “N-შოუ” ტელესივრცეს.
ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გადაცემას აკეთებდა ამ ორი სეზონის განმავლობაში.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომელთა გარეშეც ეს გადაცემა ვერ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც იყო.
თუმცა, ცხოვრება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სასიამოვნოდ გაგაოცებთ ყველას, ვისაც გიყვართ გულიანი სიცილი, მუსიკა და კარგი იუმორი.
დეტალებზე ახლა არ ღირს ლაპარაკი.
თქვენი ტკბილი და მურაბა – ნიკოლოზ ვახტანგის-ძე ქავთარაძე.”