რუსი ხალხი თავის პრეზიდენტს მხარს უჭერს დასავლეთის პროვოკაციების ფონზე

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ფუნზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 69%-მდე გაიზარდა. ლევადა ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 2021 წლის დეკემბერში 65%, ხოლო ნოემბერში 63% იყო.

აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ხალხის მხარდაჭერა უპირობოდ აქვს, როგორც კი დასავლეთის მხრიდან ზეწოლა იზრდება.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა დასავლური დეზინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი ე. წ. წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, “რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს”.