საფრანგეთმა საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიიდან ამოიღო – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ავრცელებს.
– “წითელი სია ამ დროისთვის აღარ არის. საქართველოს დროშა გადაინაცვლებს ნარინჯისფერ ზონაში. ვაქცინის მქონე პირებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, რათა საქართველოდან იზოლაციის გარეშე შევიდნენ საფრანგეთში. მათ, ვისაც ვაქცინა არ აქვთ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ვიზიტის მიზეზი (უფრო ფართო სიიდან, ვიდრე ადრე) და უნდა მოემზადონ 7-დღიანი თვითიზოლაციისთვის” – წერს დიეგო კოლასი.
?? Covid regulations.
No more red list for now. ?? moves to ???. Those with vaccines still need PCR<48h to enter ?? from ?? without isolation. Those without vaccines still need a reason to come (from a wider list than before) and should prepare for 7 days of self isolation. https://t.co/Jlk9xQ1gIh
– Diégo Colas (@ColasDiego) February 5, 2022
ცნობისთვის, საფრანგეთმა საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიაში 27 აგვისტოს შეიყვანა.
წყარო: ptn.ge