ვისთვის და რატომ აშენებს თურქი ბიზნესმენი კორპუსებს ბათუმში – ვინ უნთებს მწვანე შუქს უკანონო საქმიანობას!?
საეჭვო უკანონო მშენებლობა, რომელმაც ბათუმის ცენრალური ნაწილის 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა და რომელიც საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულია. ტერიტორია, სადაც 12 მაღალსართულიანი კორპუსი დგას, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე აშენდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ბათუმის მერია ყაზარმების დემონტაჟს არ გეგმავს.
ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა განმარტებებს არ ჩქარობს, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის სკანდალურად ცნობილი თურქი ბიზნესმენის პროექტს, რომელიც საკუთარ სამშობლოში შეკვეთილი მკვლელობის გამო სამართლებრივად იდევნება.
ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლების გავლენიანი მფარველების დახმარებით, გალიფ ოზთურქი “გეტოებს” იმ დანაშაულებრივი სქემის განსახორციელებლად აშენებს, რომელსაც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა.
წყარო: itv.ge