ბარები და კლუბები დახმარებას ითხოვენ

ასზე მეტი ბარი და კლუბი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვეებია, დახურულია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

პანდემიით გამოწვეული კრიზისი იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას.

დადგინდეს ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი, და რეგულაციები და დირექტივები ჩვენთან ერთად შემუშავდეს.”

საერთო განცხადების თანახმად, თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა სექტორის საჭიროებებზე, თუმცა ჩვენთან “კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე”.

გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, მომდევნო ერთ წლის მანძილზე მაინც დაგვიწესდეს საგადასახადო შეღავათები.

თუ დახურულ სივრცეებს არ ექნებათ გახსნის შესაძლებლობა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას სარეკრეაციო პროდუქტი – “გადარჩენის პარკი”, სადაც დახურული ბარები შეძლებენ, ღია სივრცეები გახსნან.

ეს ადგილი “ტურისტული ატრაქცია” გახდება, რადგანაც “ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშნველოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია.

“ალია”