ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაური იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ფაქტს სათანადოდ გამოიძიებს.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა, არ მაქვს დადასტურებული ცნობები ბოლომდე, საუბარი არის 4 ქართველზე, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს ელოდებოდნენ და დახვდნენ. შორს წასვლა, რომ არ დაგვჭირდეს, მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ როგორ შეიძლება სახლთან დაგახვედრონ ადამიანები, 6-7 კაცი და ეცადონ, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ. ჩემი შემთხვევა ერთადერთი არ არის და კიდევ მრავალი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, მათ შორის კიევში და სხვა ქალაქებში.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან”, – განაცხადა გადაცემა “360” გრადუსში წიკლაურმა.