“ერთი წამითაც არ მივარაუდია ის, რომ პუტინი ვითარების გამწვავებაზე წავა” – რას აცხადებს კიევში რუსეთიდან ჩასული მაკრონი?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არ წავა უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციაზე.

„მივაღწიე იმას, რომ არ იქნება არც გაუარესება და არც ესკალაცია… ერთი წამითაც არ მივარაუდია ის, რომ პუტინი ვითარების გამწვავებაზე წავა.” – მაკრონმა ეს დღეს, კიევში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

7 თებერვალს მაკრონი მოსკოვში შეხვდა პუტინს. შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა.

ემანუელ მაკრონის თქმით, საკითხის განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან.