ოქუაშვილი “მთავარი არხის” მეწილე გახდა

აზა ოქუაშვილი “მთავარი არხის” მეწილე გახდა

BS info-ს ფოტო.

ცნობილი გახდა, რომ “მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, კომპანიის 40%-იანი წილის მესაკუთრეებად ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები დაფიქსირდა, ხოლო 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა.

თავდაპირველად, ტელეკომპანია მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი მეწილეთა შორის მარი ანა რურუა, თეიმურაზ ვასილიძე, ნიკოლოზ სისაური, გიორგი რურუა, შპს საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა კომპანიებიც დაფიქსირდა.

 

 

BS info