მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა მას სიტყვით მიმართა. ბრალდებულმა პრეზიდენტმა ჩუბინიძეს უსინდისო უწოდა.
სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რაშიც უნდა 9 წელი გაუშვან ციხეში… თქვენ ივანიშვილის მსახურებისას სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? რას ეტყვით შევილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი გაუშვით ციხეში? დავანებოთ თავი სააკაშვილის თავი, ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში,ა ბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიზეზით, რაზეც თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი და გასაიდუმლეობული გაქვთ, ამაზე თქვენ შვილთაშვილს კითხვას არავინ დაუსვამს? – უთხრა სააკაშვილმა ჩუბინიძეს.
საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრება.
“ალია”