უკრაინაში, 60 წელს გადაცილებულ ვაქცინირებულებს სმარტფონებს აჩუქებენ

უკრაინაში, 60 წელს გადაცილებული, ვაქცინირებული პირები საჩუქრად სმარტფონს მიიღებენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

– “გაზაფხულზე ახალ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ: 60 წელს ზემოთ ყველა ვაქცინირებული უკრაინელი ხარისხიან და თანამედროვე სმარტფონსა და შეღავათიან ტარიფს მიიღებს. ეს ჩვენი ოცნებაა და ეს უკვე რეალობაა. ეს გზაა ჩვენი მთავარი მიზნისკენ: ინტერნეტზე წვდომა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში ასევე მოქმედებს პროგრამა, „e-მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც, ვაქცინირებულ მოქალაქეებს ერთჯერადად 1000 გრივნას უხდიან.

წყარო: itv.ge