პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„2011 წლის 26 მაისის სადისტური ქმედებები, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებამ განახორციელა, რასაკვირველია არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტს ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებას ერთმანეთში. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდა სერიოზულად დაზიანდა და გადაწყვეტილებაც იმის თაობაზე, რომ საპროტესტო აქციის დაშლისას საერთაშორისო სტანდარტებისთვის გვერდი აექციათ, გზები ჩაეკეტათ და განსაკუთრებით სადისტური ზომებით დაეშალათ, რასაც განზრახ მკვლელობები მოჰყვა, რა თქმა უნდა, შეადგენდა პოლიტიკური სტრატეგიის ერთ- ერთ მთავარ მიმართულებას და ამას ძალიან ბევრი წინაპირობები და სამომავლო გეგმები ჰქონდა.
არაერთი მკვლელობა, რომელიც მოხდა 26 მაისს, ხასიათდება ერთი განსაკუთრებული ასპექტით, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახლში მიასვენეს, განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული და ოჯახის წევრებს აუკრძალეს კუბოს თავსახურის ახდა. ეს არის ის დამახასიათებელი ნიშანი იმ ყველაფრისა, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ხშირად უჭირთ ამ დღის გახსენება, დახასიათება და შეფასებები”- განაცხადა ვოლსკიმ.