საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში – თურნავას გაშვებას “ოცნების” შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირებენ.
“მთავარი არხის” პროგნოზი გამართლდა. პრემიერმინისტრმა დღეს ის სამთავრობო ცვლილებები განახორციელა რომლებზეც “მთავარი” არაერთხელ საუბრობდა.
ეკონომიკის მინისტრი პოსტიდან გაუშვეს. ანაკლიის პორტის და ნამახვან ჰესის მშენებლობების სრული შეჩერება – ორი მთავარი ანტი-მიღწევაა, რომლებითაც ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თუმცა ასე მხოლოდ ოპოზიცია ფიქრობს – მმართველ პარტიაში კვლავ სჯერათ, რომ მინისტრმა მისთვის მინდობილი ეკონომიკა დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა.
თურნავას გაშვების რეალურ მოტივად კი კვლავ “ქართული ოცნების” შიდა კლანური დაპირისპირებები სახელდება – ექსპერტების შეფასებით, პრემიერის პოლიტიკურ მოტივებს ახალი დანიშვნები ადასტურებს, რომლებსაც რეალური, ეკონომიკური შედეგი არ ექნება.
წყარო: ptn.ge