TikTok რეგულაციებს ამკაცრებს, რა კატეგორიის ვიდეოების განთავსება აიკრძალება.
TikTok რამდენიმე კატეგორიის ვიდეოებს აკრძალავს. ინფორმაციას თავად სოციალური ქსელი ავრცელებს და წერს, რომ ცვლილება ისეთ შიგთავსს ეხება, რომლის გამოც კომპანიას აქამდეც აკრიტიკებდნენ.
ახალი რეგულაციებით, ტიკტოკზე წაიშლება ვიდეოები, რომლებიც არაჯანსაღ კვებით ჩვევებს ახალისებს.
მაგალითად, ინტერვალური შიმშილი, საზიანო დიეტები თუ გადამეტებული ვარჯიში. პლატფორმაზე კვებითი აშლილობების წამახალისებელი ვიდეოები უკვე აკრძალულია, თუმცა მომხმარებლები არაჯანსაღი კვების ამსახველ ვიდეოებს დღემდე ხშირად აწყდებიან.
პოლიტიკის ცვლილება სიძულვილის მომცველ იდეოლოგიებსა თუ ქცევებსაც კრძალავს:
– შეცვლილი სახელის მქონე ტრანსგენდერისათვის
– თავდაპირველის დაძახება;
– ადამიანების შეუსაბამო გენდერით მოხსენიება;
ქალთმოძულეობა და გარდაქმნის თერაპიის წახალისება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში დარღვევების გამო 91 მილიონზე მეტი ვიდეო წაიშალა.
წყარო: newposts.ge