კოლუმბიაში მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები და დაკარგულებიც.
გადაუღებელმა წვიმებმა კოლუმბიაში მეწყერი გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – ინფორმაციას გამოცემა
Aljezeera ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი, დაშავებულია 35, ერთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
გამოცემის ცნობითვე, შემთხვევა როგორც გამოცემა წერს, დოსკებრადასის მუნიციპალიტეტ რისარალდაში მოხდა. დაზარალებული უბნებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ცნობისთვის, კოლუმბიაში მეწყერთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები ხშირია. ქვეყანაში ყველაზე დიდი მეწყერი 2017 წელს, ქალაქ მოკოაში ჩამოწვა, რის შედეგადაც 320-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წყარო: ptn.ge