ცერცვაძის სენსაციური განცხადება ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადების ფონზე

ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევიტი მიიჩნევს, რომ ე. წ. თვითიზოლაციამ მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე გადაარჩინა, – იუწყება  The Daily Mail.

სურათზე: პროფ. მაიკლ ლევიტი

 

თვითიზოლაციის დროს ბევრი ადამიანი დაზარალდა ოჯახური ძალადობის, ალკოჰოლიზმისა და ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად. კიდევ ერთი მძიმე ფაქტორი – არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არაკორონავირუსული დაავადებებისას.

პროფესორი ლევიტის აზრით, ადამიანების სახლებში იზოლირება განპირობებული იყო პანიკით და არა საღი აზრით. მაგალითად, აშშ-ში თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღება მოხდა პროფესორ ნილ ფერგიუსონის მოდელის საფუძველზე, რომელმაც შესაძლო სიკვდილიანობის დონე 10-12-ჯერ უფრო მეტად შეაფასა, ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

ფერგიუსონი იძახდა, რომ კორონავირუსი, სოციალური დისტანცირების ზომების მიღების გარეშე, დახოცავს 500000 ადამიანს. პრაქტიკაში კი გაირკვა, რომ თვითიზოლაციამ ეპიდემიის კურსი ვერ შეცვალა. ლევიტი აღნიშნავს: ვირუსის გავრცელების სტატისტიკა კლებულობს, მიუხედავად სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნისა, მაგალითად, დანიაში. ასევე გერმანია, რომელმაც შეასუსტა შეზღუდვები, დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

ლევიტი არ ასახელებს ბელარუსის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ჩვენ ასევე არაერთხელ გავაშუქეთ, მაგრამ აღნიშნავს თუ არ აღნიშნავს, ფაქტი ფაქტად რჩება – ბელარუსი, სადაც არანაირი არსებითი შეზღუდვა, საწარმოების დახურვა, ადამიანების სახლებში გამოკეტვა და სხვა დრაკონული ღონისძიებები არ გატარებულა, დაავადების და, რაც მთავარია, სიკვდილიანობის უფრო ნაკლები მაჩვენებლებით (1 პროცენტზე საგრძნობლად დაბალი სიკვდილიანობა) გამოირჩევა, მეზობლებზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ყოველივე ეს აშკარად ზემოქმედებს ქართველ ექიმებზე და მათ რიტორიკაზე. ირკვევა, რომ ჩვენი გამოჩენილი ეპიდემიოლოგები თავიანთ დასკვნებს მხოლოდ უცხოელი (დასავლელი, ძირითადად, ამერიკელი) სპეციალისტების დასკვნებიდან გამომდინარე აკეთებენ. შესაბამისად, თუკი უცხოელი სპეციალისტების დასკვნა მცდარია, იგივე შეცდომა ქართველი ექიმების დასკვნებზეც აისახება. თანაც, უცხოელების შემთხვევაში, ქართველ ექიმებს მხოლოდ ექიმ-ჩინოვნიკებზე აქვთ ორიენტაცია აღებული, როგორიც, მაგალითად, ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები ენტონი ფაუჩია შეერთებულ შტატებში.

ექიმი-ჩინოვნიკების დასკვნები დიდწილად განსხვავდება პრაქტიკოსი, მკურნალი ექიმების დასკვნებისაგან, მაგრამ ამას ქართველი სპეციალისტები არ ითვალისწინებდნენ. შესაბამისად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ახლა მოუწევს იმის ახსნა, თუ ამდენი ხანი რატომ მალავდა სენსაციას – 370 ათას ქართველს თუ აქვს გადატანილი კორონავირუსი?! ცერცვაძის ეს ახალი განცხადება, თავისი სულისკვეთებით, შესაბამისობაშია ლევიტის განცხადებასთან და შორს დგას ფაუჩის და ფერგიუსონის მიერ ატეხილი პანიკიორობისაგან.

დაბოლოს, “ნიუსფრონტი” შეგახსენებთ, თუ რა ბრალდებები გაისმა პრაქტიკოსი ექიმის, რაშიდ ბუტარის მხრიდან, პანდემიის თემასთან დაკავშირებით (წყარო: fortuna.ge):

ეს ყველაფერი შეცვლის მსოფლიოს

“როდესაც სოციალურ ქსელში ვანთავსებდი ვიდეოს, ზუსტად ვიცოდი, რომ მას გამოხმაურება მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პასუხი”, – აცხადებს რაშიტ ბუტარი.

„მოკლედ ყველგან გვესმის კითხვა, კორონავირუსი შეთქმულებაა თუ არა.

თავდაპირველად ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვმუშაობდით მძიმედ დაავადებულ ადამიანებთან და ვცდილობდით მათ განკურნებას, მაგრამ დაავადებაზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის რაღაც ქიმიური, ანუ განსხვავებული ნაწილებისგან შედგება, კომბინირებული ვერსიაა, ანუ რაღაც იმდაგვარს ჰგავს, რაც ამერიკაში უკვე იყო შექმნილი. 2015 წელს ჟურნალში „ბუნება“ გამოქვეყნდა მასალა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში შექმნილი, სადაც ჩატარდა ყველა ქიმერული კვლევა.

აუდიტორიისთვის გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ მეცნიერები იღებენ ბუნებაში რეალურად არსებულ ვირუსს და შემდეგ მის მუტაციას ახდენენ. მორფოლოგიურად ცვლიან მის კონფიგურაციას, რომ მიაღწიონ საჭირო ფუნქციას. ეს უკვე იდეაში ნიშნავს იმას, რომ ისინი ზიანის მომტან რამეს ქმნიან. ამ შემთხვევაში მათ აიღეს კორონავირუსის შტამი, მასში სარსის გენი შეიყვანეს და შეიქმნა გაცილებით უფრო საშიში ვირუსი.

2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვირუსოლოგების მონაცემების გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ კვლევას გამართლება არ აქვს. ფაუჩმა აღნიშნულ კვლევას მხარი დაუჭირა. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მან რეალურად კანონი დაარღვია. მან ფაქტობრივად შექმნა ის გალია, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა. მან მხარი დაუჭირა კვლევას, რომელმაც კორონავირუსამდე მოგვიყვანა. 2017 წლის დოკუმენტი არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ იქნება პანდემია, რომელსაც ახლანდელი „პრეზიდენტის შემადგენლობა“ მოესწრება. საიდან იცოდა 2017 წელს მან, რომ ეს მოხდებოდა? შეუძლებელია რაიმეს პროგნოზირება სამი დღით ადრე და საიდან იცოდა სამი წლით ადრე რა მოხდებოდა?

კვლევა გაიგზავნა უხანში, იმისთვის, რომ დივერსია თავიდან აეცილებინათ. საიდან დაიწყო კორონავირუსი რეალურად,  ჩინეთიდან? ამას მნიშვნელობა არ აქვს.

რეალურად ბუნებაში არ არსებობს ვირუსი, რომელსაც შეუძლია ასე მარტივად გავრცელდეს.  მე ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ ათასობით ექიმმა იცის, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა და არაფერს ამბობენ. ალბათ ეშინიათ, რომ ლიცენზიას დაკარგავენ, ან ეშინიათ საზოგადოების წნეხის.

ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი შეცვლის მსოფლიოს და ყველა მეცნიერმა და ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს. სიმართლე უნდა თქვან“, – აცხადებს ბუტარი სკანდალურ ინტერვიუში.