“სინამდვილეში კი ადგილი გვაქვს ამერიკულ კორუფციასთან, რასაც მათ ენაზე საბაზრო ეკონომიკა ქვია”- მერაბ სტურუა

აშშ-ს მიერ ორგანიზებულმა ( და მათ შორის სხვა ქვეყნებზე სასტიკი ზეწოლის კამპანია, რომ თქვენი რეზერვებიც გაყიდეთო) ნავთობის მარაგების გაყიდვამ როგორც წინასწარ ვამბობდი, ეფექტი კი არა უკუეფექტი გამოიღო და მთელი 20 დოლარით გააძვირა ნავთობი.

ახლა კი სასოწარკვეთილებაში მყოფი ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობას ირანზე სანქციების შემსუბუქების და ნაწილობრივ მოხსნის, რომ როგორმე ფასმა დაიკლოს. სინამდვილეში კი ადგილი გვაქვს ამერიკულ კორუფციასთან, რასაც მათ ენაზე საბაზრო ეკონომიკა და წესები ეწოდება.

როგორც კი 80-83-ს მიაღწევს ფასები ნავთობზე, აშშ ისევ დაიწყებს მარაგის ყიდვას უფრო ძვირ ფასად ვიდრე ინტერვენციის დროს გაყიდა . ეს კი ადგილობრივ მენავთობეებს ყველაზე მეტად ახარებს,გარანტირებული მყიდველიც ეყოლებათ და ფასებიც მათთვის სასურველ ზონაში დაფიქსირდება…

 

მერაბ სტურუა; სოციალური ქსელი