პროგრესი EU-სთან ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის – ჰარცელი

პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის – ჰარცელი EU-სთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისებაზე.

2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს ევროკავშირიში სხვა პროდუქტებთან ერთად ლოკოკინები გაიტანოს. აღნიშნული, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული ლოკოკინის ფერმები მაქსიმალურად ისარგებლებენ ამ ახალი შესაძლებლობით.

– “ევროკავშირის სურვილია, საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად ვმუშაობთ. ბოლო წლებში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ.

– დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც სულსწრაფ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის” – ამბობს ელჩი ჰარცელი.

https://www.facebook.com/europeanunioningeorgia/videos/316415623872380/

ის ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნავს პროდუქტს, რომელიც სულა ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე და ეს პროდუქტი ლოკოკინაა. ელჩის თქმით, ევროპის ზოგიერთ ნაწილში ამ დელიკატესზე მაღალი მოთხოვნაა – ” ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებულ 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს”.

წყარო: newposts.ge