კახეთში მწყემსმა ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

შემთხვევა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონფოლში, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

 

“იმედინიუსი”