პარლამენტის თავმჯდომარეს ვაჟი შეეძინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს  და მის მეუღლეს რამდენიმე წუთის წინ მეორე შვილი შეეძინათ. პატარას სახელად ალექსანდრე დაარქვეს.

45 წლის პოლიტიკოსს ჰყავს 34 წლის მეუღლე გვანცა სუთიძე და ქალიშვილი, 9 წლის ელენე პაპუაშვილი.

ერთ-ერთ ინტერვიუში შალვა პაპუაშვილის მეუღლე მეუღლის გაცნობის დღეს იხსენებს.

„ერთმანეთი „თბილისობაზე“ გავიცანით. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, საბოლოოდ, ჩვენი გზები 2011 წელს გადაიკვეთა და 2012 წელს დავოჯახდით. შალვა არის ძალიან ინტერესიანი, რამე იდეას თუ ჩაეჭიდა, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. რაც მთავარია, ყველა საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველაფერი მარტივად გამოსდის.

 

“ალია”