,,მე ვჩუქნი ჩემს სიცოცხლეს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ჩემი ბრძოლა სიმსივნესთან დასრულებულია” – გიორგი ცეცხლაძის მიმართვამ მთელი ქვეყანა შეძრა

გიორგი ცეცხლაძის ვიდეო მიმართვამ მთელი საქართველო შეძრა. მას გუშინ ჯანდაცვის სამინისტროდან უარი მიუვიდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსებაზე.


-გევედრებით, ყველამ გააზიარეთ, რომ ნახონ, რა დღეში ჩამაგდო მებრძოლი ადამიანი საქართველოს ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა. მე ვჩუქნი ჩემს სიცოცხლეს ახალ მინისტრს. მისი დამსახურებით ჩემი ბრძოლა სიმსივნესთან დასრულებულია, – ამბობს გიორგი ვიდეოში.
,,მე ვარ ექიმი-ონკოლოგი, 20 წელია ვიბრძვი ადამიანების სიცოცხლისთვის, ყველა მიცნობს… არის ბევრი მადლიერი და ცოტაც არამადლიერიც. როგორც შევძელი, ისე ვემსახურე ხალხს. დღეს გიორგის სჭირდება ჩვენი თანადგომა. არასოდეს მითხოვია დახმარება, მისთვის ეს გადარჩენის შანსია, როგორც ექიმი ვარ უძლური ფინანსებთან… გადავარჩინოთ ამ კეთილი ბიჭის სიცოცხლე, გადავურჩინოთ დედას შვილი. ვის როგორ შეუძლია. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ…
გადააზიარეთ პოსტი, ვიცი, დღეს არავის ულხინს…მაგრამ თუნდაც 1 ლარით რომ დავეხმაროთ”, – წერს ხათუნა შოთაძე
#GE32BG0000000161769753 საქართველოს ბანკი
#GE79TB7581545064300001 TBC ბანკი
მიმღები- გიორგი ცეცხლაძე