აშშ-ში სენატორობის კანდიდატმა საარჩევნო რეკლამაში მარიხუანა მოწია და დროშა დაწვა

აშშ-ში სენატორობის კანდიდატმა საარჩევნო რეკლამაში მარიხუანა მოწია და კონფედერაციის დროშა დაწვა + [VIDEO].

აშშ-ის სენატორობის კანდიდატმა, თავის საარჩევნო კამპანიის რეკლამაში მარიხუანა მოწია და კონფედერაციის დროშა დაწვა.

Washingtonpost წერს, რომ დემოკრატმა კანდიდატმა ლუიზიანას შტატიდან, გარი ჩემბერსმა, სამოქალაქო ომის დროინდელი დროშის დაწვით, რასობრივი უთანასწორობა გააპროტესტა.

18 იანვარს გამოქვეყნებულმა ჩემბერსის კიდევ ერთმა რეკლამამ, რომელშიც ის მარიხუანას ეწევა, 1 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა Twitter-ზე. ჩემბერსი ღიად აცხადებს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციას ემხრობა.

– “ჩვენი რეკლამები წარმოადგენს გარის სწრაფვას, აამაღლოს ცნობიერება იმ საკითხებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ხშირად მივიწყებულ საზოგადოებებს უკან ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტები შეიძლება საკამათო იყოს ზოგიერთისთვის, მკაცრი რეალობები, რომლებიც ხაზგასმულია ამ რეკლამებში, ყველასთვის გამაღიზიანებელი უნდა იყოს” – თქვა ჩემბერსის მრჩეველმა, ერიკ სანჩესმა.

გარი ჩემბერსი სამოქალაქო აქტივისტი იყო და კარიერა ასე დაიწყო. ის იბრძვის რესპუბლიკელი სენატორის,ჯონ ნილი კენედის დამარცხებისთვის, რომელიც პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

წყარო: itv.ge