შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. პროგრამის მიხედვით 60 000 აბონენტს მერია მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების გადასახადისგან გაათავისუფლებს, რაც ჯამში 180 000 ლარს შეადგენს.
“მოსაკრებლის შესახებ კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 აპრილის 220 დადგენილების საფუძველზე, თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეყილება ქუთაისში მაცხოვრებელ ფიზიკურ პირებს დაუფინანსოს დასუფთავების გადასახადი. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათ მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია და დაადასტურონ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში არ მუშაობდნენ, შესაბამისად გადასახადი მათაც ჩამოეწერებათ.”-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსმა
არჩილ ტყაბლაძე.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს საშეღავათო პერიოდში მომსახურების გადასახადი დაფარული აქვს თანხა ავანსის სახით დაუბრუნდება.
“აიპრესი”