იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე, დღეს მოსამართლეობის კანდიდატი, ლევან მიქაბერიძე წარსდგება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ.

ამჟამად მიქაბერიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი მიმდინარე წლის ივლისში უვადოდ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე 10 კანდიდატს მოუსმინა